26 მარტი, 2012 დაუყოვნებელი გავრცელებისათვის საკონტაქტო ინფორმაცია: contact@globalcell.ge (+995 322) 420 200 (+995 322) 950 658 "გლობალსელის" უფასო საინფორმაციო ნომრები
[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 მარტი, 2012 - კომპანია "გლობალსელი" საშუალებას გაძლევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს ქსელთან! 2012 წლის 27 თებერვლიდან, აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იქმნება სატელეფონო ცენტრთან დასაკავშირებელი მოკლე ნომერი. "გლობალსელის" აბონენტებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, დარეკონ სატელეფონო ცენტრში, მოკლე ნომერზე 096 ან აკრიფონ *146*096# და OK, ესაუბრონ ოპერატორს და მიიღონ პასუხი სასურველ შეკითხვაზე.
შეგახსენეთ, რომ სატელეფონო ცენტრში, "გლობალსელის" ნომრიდან უფასოა პირველი 3 წუთი. სატელეფონო ცენტრში ზარის განხორციელება ხელმისაწვდომია ბალანსის ამოწურვის შემთხვევაშიც. |